შიგთავსზე გადასვლა

გახდით KH & PARTNERS-ის წარმატებული გუნდის ნაწილი!

სიახლე 05 იანვარი, 2025

ვაკანსია: ადვოკატის თანაშემწე.

საადვოკატო ბიურო „KH & PARTNERS“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას –
ვეძებთ მიზანდასახულ, მოტივირებულ და კრეატიულ ადვოკატის თანაშემწეს
(მწერალი თანაშემწე), რომელიც შეძლებს ჩვენი გუნდის გაძლიერებას და
სამართლებრივი საკითხების მაღალ დონეზე მართვას.

რატომ KH & PARTNERS?

  • არგუმენტირებული წერის უნარი: ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც
    გამორჩეულად ფლობს არგუმენტირებულ და სტრუქტურირებულ წერის
    უნარს, რაც კრიტიკულია ჩვენი ბიუროს წარმატებისთვის.
  • ტექნოლოგიური ცოდნა: საოფისე პროგრამების ღრმა ცოდნა აუცილებელია
    თქვენი ეფექტურობისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად
    გამოყენებისთვის.
  • ენობრივი მრავალფეროვნება: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
    სასურველია ჩვენი საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაციისთვის.

ვის ვეძებთ?


იურიდიული განათლების მქონე პროფესიონალები – თუ თქვენ ხართ
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ან მაგისტრატურის სტუდენტი, ეს შანსი
სწორედ თქვენთვისაა!


კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი – ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს
ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


თვითორგანიზებული და მობილიზებული – თუ გაქვთ სამუშაობის დროულად და
სწორად შესრულების უნარი, ჩვენ გთავაზობთ იდეალურ სამუშაო გარემოს
თქვენთვის.


მუდმივი განვითარების სურვილი
– ჩვენ ვაფასებთ მათ, ვინც მუდმივად
სწავლობს და ვითარდება სამართლებრივი სიახლეების მიმართ.


პუნქტუალურობა – პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი.
რატომ უნდა შემოუერთდეთ KH & PARTNERS-ს?


ჩვენ გთავაზობთ განვითარების შესაძლებლობებს – ეს არ არის უბრალოდ
მუშაობა, ეს არის ინვესტიცია თქვენს პროფესიულ ზრდაში და კარიერაში. ჩვენი
კომპანია გთავაზობთ გამოცდილების მიღების შესანიშნავ შესაძლებლობას, რაც
აუცილებელია სამართლებრივი სფეროში წარმატების მისაღწევად.

კონკურენტული ანაზღაურება – ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურებას, რომელიც
სრულად შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას.


გამოსაცდელი ვადა: 1 თვე


როგორ გავაგზავნოთ განაცხადი?


თუ თქვენ ხართ მოტივირებული და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@khlaws.com გთხოვთ,
სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო
ვადაა 30 ოქტომბერი.


შერჩევის პროცესი:

  1. CV-ის საფუძველზე შერჩევა
  2. საპროცესო დოკუმენტის შედგენა
  3. გასაუბრება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: www.Khlaws.com


KH & PARTNERS – გააკეთეთ კარიერის ახალი ნაბიჯი, გახდით ჩვენი
წარმატებული გუნდის ნაწილი და მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება
სამართლებრივ სფეროში!


21.08.2024 წ.

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.