შიგთავსზე გადასვლა

მამუკა
მახახაძე

მამუკა მახახაძე ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი საკორპორაციო, სამოქალაო და ადმინისტრაციული სამართლის დარგის ექსპერტია. ახორციელებს იურიდიული პირების კორპორატიულ სამართლებრივ დაცვას.

განათლება:

  • 09.2020-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • 2019-2020 – სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა კავკასიის უნივერსიტი;
  • 2019 -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა- სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • 2016 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

სამუშაო გამოცდილება:

  • 08.2017-დღემდე – საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზებული ადვოკატი;
  • 09.2019-დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • 2016-დღემდე – ა(ა)იპ ,,შემეცნებითი აკადემიის’’ დამფუძნებელი, ორგანიზაციის დირექტორი;
  • 06.2015-01.2016 – სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში;
  • 05.2013-08.2013 – სტაჟირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ტრენინგები, სხვა მიღწევები:

  • 07.2019 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა პრო ბონო საადვოკატო საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
  • მამუკა მახარაძე აქტიურად მონაწილეობდა ტრენინგებში, პროექტებსა თუ კონფერენციებში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა:
  • 12.2017 – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში – ,,კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევები’’;
  • 09.2017 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე – ,,ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში’;’
  • 06.2017 – მონაწილეობა მიიღო ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში და მოიპოვა 1-ლი ადგილი;
  • 05.2017 – გაიმარჯვა სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესების ეროვნულ შეჯიბრში;
  • 04.2017 – მეორე ეროვნული შეჯიბრის ფარგლებში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე თემაზე – ,,ოჯახში ძალადობა’’ გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მომხსენებელი;
  • 05.2015 – მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ პროექტში – ,,ერთი დღე პროკურორად’’;
  • 02.2014 – მონაწილეობა მიიღო ტრენინგში თემაზე – ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები’’;
  • 12.2013 – მონაწილეობა მიიღო დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში – ,,ეფექტური პრეზენტაცია და საქმიანი ურთიერთობის ეთიკა’’.
  • ენები: ქართული -მშობლიური, ინგლისური, რუსული- A2.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.