მიხეილ
ორჯონიკიძე
მიხეილ ორჯონიკიძე ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი საკორპორაციო, სამოქალაო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დარგის ექსპერტია, მას გააჩნია იურისტად და ადვოკატად მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება. მიხეილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
განათლება:
- 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა წითელხევის პირველი საშუალო სკოლა;
- 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი „ხიდებისა და გვირაბები“-ს სპეციალობა და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია;
- 1992 წელს ჩაირიცხა ქ.თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტის „იბერია“-ს იურიდიულ ფაკულტეტზე „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს;
სამუშაო გამოცდილება:
- 1993-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კონცერნი „საქავტოგზა“-ში მე-10 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოში ხიდების ინჟინრად;
- 1997 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სისხლის სამართლის განხრით, რომელიც დაამთავრა 2000 წელს;
- 2000-2004 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად, შემდგომ იურიდიული განყოფილების უფროსად;
- 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციაში იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად;
- 2005-2007 წლებში მუშაობდა საბაჟო ტერმინალ „ოპიზაში“, ჯერ იურისტად, იურიდიული სამსახურის უფროსად და ადმინისტრაციის უფროსად;
- 2009 წლიდან გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზირებული ადვოკატი;
- 2012-2013 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე;
- 2014 წლიდან მუშაობდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად;
- 2014-2015 წლებში მუშაობდა ქ.მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;
- წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე, ჩაბარებული აქვს საგადასახადო, პროკურატურის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები, თავისუფლად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.