შიგთავსზე გადასვლა

რა გავაკეთოთ, თუ ჩაგვბარდა სარჩელი

სტატია 03 იანვარი, 2025

შესაძლებელია, თქვენ ან თქვენს ახლობელს (ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს,
მეგობარს და ა,შ.) ჩაგბარდეთ სარჩელი.


ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდუ მოინიშნოთ (სასურველია, თავად
კონვერტზეც, რომელშც მოთავსებულია სარჩელი), სარჩელის ჩაბარების თარიღი
და დრო.


დაუყოვნებლივ უნდა გაეცნოთ სარჩელს და მასზე თანდართულ დოკუმენტებს.
სარჩელის ჩაბარების მომენტიდან თქვენ, როგორც წესი, გაქვთ რამდენიმე დღე,
რათა შეადგინოთ შესაგებელი და წარუდგინოთ იგი სასამართლოს და
მოსარჩელეს/მოსარჩელეებს.


ასევე, შესაძლებელია, რომ სარჩელის მიღებისთანავე თქვენ წარმოგეშვათ
მოსამართლესთან ან ზემდგომ სასამართლოში რაიმე სახის საჩივრის ან კერძო
საჩივრის წარდგენის უფლება. რომელიმე ამგვარი საპროცესო უფლების ვადის
უშედეგოდ გასვლის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია, რომ
სარჩელზე პასუხის შედგენის მიზნით დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ
ადვოკატს/ადვოკატებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადვოკატად ითვლება
ის პირი, რომელიც გაწევრიანებულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში
სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის
განხრით.


ადვოკატთან დაკავშირება სასურველია მოხდეს სარჩელის ჩაბარების დღესვე,
მასვე უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ დროულად მოამზადოს შესაბამისი
შესაგებელი და განახორციელოს სხვა საპროცესო მოქმედებები.


იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის მიმღები არ მოახდენს სარჩელზე დროულ
რეაგირებას, შესაძლებელია, რომ მის მიმართ მიღებული იქნას დაუსწრებელი
გადაწყვეტილება და მას, როგორც მოპასუხეს, დაეკისროს სარჩელით
მოთხოვნილი თანხა ან დაევალოს სარჩელით მოთხოვნილი ქმედების
განხორციელება.


ამრიგად, სარჩელი მიმღები პირი ვალდებულია, მიიღოს წინდახედულების
გონივრული ზომები იმისთვის, რომ სარჩელის მიმართ განხორციელდეს
ადექვატური და დროული რეაგირება.


ავტორი: ზურაბ ვანიშვილი.


ზემოთაღნიშნული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის. დამატებითი კონსულტაციის
მიღების მიზნით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ “ხაჭაპურიძე და პარტნიორები”-ს ადვოკატს.

2022.01.17

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.