როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პოლიცია ,,ჩხრეკას“ ატარებს?-ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
სტატია
•
05 იანვარი, 2025
ყოველდღე გვესმის, რომ ვინმე უკანონოდ გაჩხრიკეს, ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკი და
ა.შ. გავერკვეთ რა არის ჩხრეკა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
- ჩხრეკის წინ გამომძიებელი ვალდებულია გაგაცნოთ მოსამართლის განჩინება ან
გამომძიებლის დადგენილება, წინააღგმდეგ შემთხვევაში ჩხრეკა უკანონოა.
ამიტომ მოითხოვეთ ჩხრეკის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის
გადმოცემა. - ჩხრეკა შეიძლება ჩაუტარდეს პირს, ასევე ჩატარდეს საცავში, სადგომში და სხვა
მფლობელობაში. - ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება მხოლოდ ის საგანი, რომელიც აღნიშნულია
განჩინებაში ან დადგენილებაში. ხშირად ამოიღებენ სხვა არადაკავშირებულ
საგნებსაც, რაც უკანონობაა! - გამომძიებელმა შესაძლოა ადგილზე მყოფი სხვა პირებიც გაჩხრიკოს, რისი
კანონიერებაც სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. - ჩხრეკის დაწყების წინ დაურეკეთ და მოიწვიეთ ადვოკატი ეს თქვენი უფლებაა!
თუ არ გაკავშირებენ ადვოკატს ეს უკანონობაა! - მოიწვიეთ დამსწრე პირი, რომელიც ყურადღებით დააკვირდება ჩხრეკის პროცესს
და გადაიღებს ტელეფონით! ეს კანონით ნებადართულია! - ადვოკატის გარეშე არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირი საგამოძიებო
მოქმედებაში, არ მისცეთ ჩვენება და ა.შ. - ხშირად ჩხრეკა ჩატარებულია, აღიარებითი ჩვენება მიცემულია და მხოლოდ
შემდეგ აძლევენ უფლებას მოიწვიონ ადვოკატი, რაც კანონის დარღვევაა. - არანაირი ჩხრეკა, ნიმუშის აღება, აღიარებითი ჩვენება ადვოკატის გარეშე. თქვენი
ერთადერთი სიტყვა უნდა იყოს ,,ადვოკატი!“ - ადვოკატის გარეშე ხელი არ მოაწეროთ არანაირ დოკუმენტს.
- მოსთხოვეთ ჩხრეკის პროცესი გადაიღონ, ეს მათი ვალდებულებაა, ან თქვენვე
გადაიღეთ, ეს თქვენი უფლებაა. თუ ჩხრეკის გადაღების უფლება არ მოგეცათ ეს
დააფიქსირეთ ჩხრეკის ოქმში. - თუ პოლიცია რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ვიდეო გადაღებას, მაშინ
მოაწვევინეთ გარეშე დამსწრე პირი, ეს მათი ვალდებულებაა! სხვანაირად ჩხრეკა
არ დააწყებინოთ. - ყურადღებით გაეცანით ჩხრეკის ოქმს, შეიტანეთ მასში უმნიშვნელოვანესი
დეტალებიც კი და დაიტოვეთ ამ ოქმის ასლი. - ჩაამონტაჟეთ მინიატურული ჩამწერი აპარატი ტანისამოსში და ფარულად
ჩაიწერეთ ჩხრეკის პროცესი. (დაგვიკავშირდით და გირჩევთ სად შეიძლება
შეიძინოთ მსგავსი აპარატი)
15 თებერვალი 2022 წ.