შიგთავსზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტში ლობისტური საქმიანობის გაგრძელება: „ხაჭაპურიძე & პარტნიორები“-ს მორიგი წარმატება

სიახლე 05 იანვარი, 2025

08.21.24


იურიდიული კომპანია „ხაჭაპურიძე & პარტნიორები“ კვლავაც განაგრძობს
საქართველოს პარლამენტში ლობისტური საქმიანობის წარმატებულ
განხორციელებას. კომპანიის დამფუძნებელი, შალვა ხაჭაპურიძე, და
ასოცირებული პარტნიორი, ზურაბ ვანიშვილი, კვლავაც ემსახურებიან ჩვენი
ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რაც ხაზგასმულია საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც მათ
საქმიანობის გაგრძელების უფლებას აძლევს.


„ხაჭაპურიძე & პარტნიორები“-ს გუნდი ამაყობს იმით, რომ მისი წევრები ისეთ
მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საქმიანობას ეწევიან, როგორიც არის ლობიზმი.
ეს არის სერიოზული პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს
კანონმდებლობის გაუმჯობესებას, სამეწარმეო სექტორისთვის ხელსაყრელი
პირობების შექმნას და ბიზნეს სუბიექტების ინტერესების დაცვას.


ჩვენ ვულოცავთ ბატონ შალვასა და ბატონ ზურაბს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და
ვუსურვებთ მათ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მათი
პროფესიონალიზმი და გამოცდილება განსაკუთრებული მნიშვნელობის არის
ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი და ეკონომიკური განვითარებისთვის.


მოქალაქეებსა და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან
სამეწარმეო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში, კვლავაც
შეუძლიათ მიმართონ „ხაჭაპურიძე & პარტნიორები“-ს გუნდს. ჩვენი
იურიდიული ექსპერტიზა და მრავალწლიანი გამოცდილება თქვენთვის
ხელმისაწვდომია, რათა გავაძლიეროთ თქვენი საქმიანობა და დავიცვათ თქვენი
ინტერესები ნებისმიერ ეტაპზე.


ჩვენი გუნდი მზად არის შეასრულოს თქვენი იურიდიული მხარდამჭერის როლი
ნებისმიერ სირთულესთან და გამოწვევასთან დაკავშირებით. გახდით ჩვენი
პარტნიორი და მიიღეთ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება, რომელიც
მორგებულია თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებს.


„ხაჭაპურიძე & პარტნიორები“ ყოველთვის თქვენს გვერდით!

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.