შიგთავსზე გადასვლა

საბროკერო მომსახურება

KH & PARTNERS არის საქართველოში დაფუძნებული, საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც 160-ზე მეტი იურისტით, მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორ იურიდიულ ფირმებთან 11 ქვეყანაში: აშშ, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ყაზახეთი, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ჩვენი გლობალური ქსელი და „One-stop-shop“ მოდელი საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ ინვესტორებს საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებასა და ტრანზაქციების სრულყოფილ მართვაში. ჩვენი საბროკერო სერვისები უზრუნველყოფს, რომ თქვენი ინვესტიციები მართული იყოს იურიდიული და ფინანსური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესაბამისად.

რატომ უნდა აირჩიოთ KH & PARTNERS

mark მაღალკვალიფიციური გუნდი:
ჩვენი იურისტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვმართოთ გაკოტრების საქმეები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
mark გლობალური პარტნიორობა:
ვთანამშრომლობთ პარტნიორ იურიდიულ ფირმებთან 11 ქვეყანაში, რაც გვაძლევს საშუალებას წარმატებით ვმართოთ ტრანსნაციონალური გაკოტრების საკითხები და უზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერა.
mark პროფესიონალიზმი და ნდობა:
ჩვენს იურიდიულ არგუმენტებს ენდობიან კრედიტორები, ბიზნესები და სასამართლოები. ვიცავთ ეთიკურ სტანდარტებს და ვთავაზობთ გამჭვირვალე და სანდო სერვისებს.
mark პასუხისმგებლობის დაზღვევა:
ჩვენი იურისტების პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია, რაც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს გაკოტრების პროცესში.
mark 96%-იანი წარმატების მაჩვენებელი:
სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენი მოგებული საქმეების პროცენტი შეადგენს 96%-ს, რაც ჩვენი პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ნათელი მტკიცებულებაა.
mark საერთაშორისო აღიარება:
KH & PARTNERS არის TerraLex-ის წევრი და აღიარებულია ისეთი საერთაშორისო რეიტინგების მიერ, როგორიცაა Chambers and Partners, The Legal 500, IFLR 1000.
mark მაღალი ხარისხის სტანდარტები:
KH & PARTNERS-ის მართვის სისტემა შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და სერტიფიცირებულია ISO სტანდარტების მიხედვით.

ჩვენი მომსახურება საბროკერო სერვისებში

mark საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება:
ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც მოიცავს უძრავ ქონებას, მზა ბიზნესებს, სამთო მრეწველობის ობიექტებს და ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტებისთვის მორგებულ სტრატეგიებსა და გადაწყვეტილებებს:
mark ქონების შეძენის მომსახურება:
უზრუნველვყოფთ კლიენტებს სრულყოფილი მხარდაჭერით ქონების შეძენის ყველა ეტაპზე:
mark ქონების რეგისტრაციის იურიდიული პროცედურები:
ქონების შესყიდვის შემდეგ, ვუზრუნველყოფთ თქვენი სახელით ქონების რეგისტრაციის ყველა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პროცედურას, რათა თქვენი ინვესტიცია იყოს სრულად დაცული.
mark ინვესტიციების შემდგომი მართვა:
ვუზრუნველყოფთ ინვესტიციების შემდგომ სამართლებრივ და ფინანსურ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი წარმატებული განვითარება.

სანდოობა და დაცვა
KH & PARTNERS-ის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 10 მილიონი
დოლარის ფარგლებში.
_____________________________________________________________________________
დაჯავშნეთ კონსულტაცია დღესვე!

KH & PARTNERS – თქვენი წარმატების და სიმშვიდის გარანტია!

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.