შიგთავსზე გადასვლა

საერთაშორისო კომერციული სამართალი

გლობალურ ბაზარზე წარმატების მისაღწევად, კომპანიებს ესაჭიროებათ საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერა, რომელიც მათ დაიცავს იურიდიული რისკებისგან და უზრუნველჰყოფს სტაბილურ ოპერირებას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი პარტნიორი იურიდიული კომპანიები მსოფლიოს 12 ქვეყანაში უზრუნველყოფენ სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას “One- Stop-Shop” მოდელით, რაც გულისხმობს, რომ ერთ სივრცეში მიიღებთ ყველა საჭირო იურიდიულ მომსახურებას საერთაშორისო დონეზე.

რატომ KH & PARTNERS?

mark გლობალური გამოცდილება
160-ზე მეტი საერთაშორისო იურისტი და პარტნიორი იურიდიული კომპანიები 12 ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს თქვენი გარიგებების სამართლებრივ უსაფრთხოებასა და ეფექტურ მხარდაჭერას.
mark იურიდიული რისკების მინიმიზაცია
ჩვენ ვაფასებთ ყველა შესაძლო რისკს და შეზღუდვას, რომლებიც საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და ვგეგმავთ სტრატეგიას, რომელიც თქვენს ბიზნესგადაწყვეტილებებს უფრო დაცულსა და სტაბილურს გახდის.
mark დაუყოვნებელი მხარდაჭერა
თქვენი ბიზნესი არასდროს გაჩერდება – ჩვენ ვმუშაობთ 24/7, რათა ნებისმიერ დროის სარტყელში დაუყოვნებლივ მოგაწოდოთ სამართლებრივი მხარდაჭერა.
mark გაერთიანებული მიდგომა
ხელშეკრულებების შედგენა, საერთაშორისო გადაზიდვების რეგულირება, ტრანზაქციების დაცვა, საარბიტრაჟო წარმოება – ყველაფერი ერთ სივრცეში.

ჩვენი სერვისები – საერთაშორისო ბიზნესგარიგებები

mark საერთაშორისო კონტრაქტების შედგენა და განხილვა
ჩვენ ვქმნით გლობალური სტანდარტების შესაბამის ხელშეკრულებებს, რომლებიც თქვენი კომპანიის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს
mark საერთაშორისო ტრანზაქციების სამართლებრივი დაცვა
ვიცავთ თქვენს ბიზნესს უცხოური კონტრაგენტების მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის, გადახდის შეყოვნებისა და სხვა სამართლებრივი რისკებისგან.
mark გადახდების უსაფრთხოება და დავების მართვა
ვაკონტროლებთ გადახდებს, ფინანსურ რისკებს და დავების სამართლებრივ რეგულირებას, რათა თქვენი ბიზნესი დაცული იყოს თაღლითობის, ვადაგადაცილებული გადახდებისა და საკრედიტო რისკებისგან.
mark საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციები
გეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიების მოპოვებაში, არამედ საერთაშორისო სანქციების, ტარიფებისა და ადგილობრივი საბაჟო პოლიტიკის გათვალისწინებაში, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფინანსურ რისკებს.
mark საერთაშორისო გადაზიდვები და ლოგისტიკა
ვუზრუნველყოფთ თქვენი სატრანსპორტო ოპერაციების იურიდიულ გამართულობას საკონტრაქტო, საბაჟო, საგადასახადო და საარბიტრაჟო საკითხებში.
mark არბიტრაჟი და საერთაშორისო დავების მართვა
წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში და საარბიტრაჟო დავებში, რათა თქვენი ბიზნესგარიგებები დაცული იყოს სამართლებრივი რისკებისგან.

საერთაშორისო გადაზიდვების სამართლებრივი მხარდაჭერა

mark გლობალური ლოგისტიკა უამრავ იურიდიულ გამოწვევას უკავშირდება. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროფესიონალურ სამართლებრივ მხარდაჭერას, რომელიც დაგეხმარებათ:
mark ტრანსპორტირების ხელშეკრულებების შედგენასა და მართვაში
დავიცავთ თქვენს ინტერესებს ყველა სახის სატრანსპორტო გარიგებაში.
mark საექსპორტო და საიმპორტო რეგულაციების მართვაში
გეხმარებით საბაჟო და საგადასახადო რეგულაციების დაცვაში, რათა თქვენი საერთაშორისო გადაზიდვები შეფერხების გარეშე განხორციელდეს.
mark ლოგისტიკურ დავებში სამართლებრივი მხარდაჭერით
დაზიანებული ან დაკარგული ტვირთი, ტრანსპორტირების დაგვიანება, საბაჟო დავები – ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ყველა ამ გამოწვევის სამართლებრივ მოგვარებას.

საერთაშორისო აღიარება

KH & PARTNERS TerraLex-ის წევრია, რომელიც აერთიანებს წამყვან ეროვნულ
ფირმებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და უზრუნველყოფს საერთაშორისო იურიდიულ
სტანდარტებს.

ჩვენი იურიდიული მომსახურება აღიარებულია მსოფლიო რეიტინგების მიერ, მათ შორის Chambers and Partners, The Legal 500, IFLR 1000, რაც ჩვენი პროფესიონალიზმის და მაღალი ხარისხის მტკიცებულებაა.
ჩვენ ვმუშაობთ ISO სერტიფიცირებული სამართლებრივი მართვის
სტანდარტებით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცულობას და
მომსახურების უმაღლეს ხარისხს.

დაიცავით თქვენი საერთაშორისო გარიგებები პროფესიონალების
მეშვეობით

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ უფასო პირველადი კონსულტაცია.
KH & PARTNERS – თქვენი სამართლებრივი პარტნიორი გლობალური
წარმატებისთვის.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.