შიგთავსზე გადასვლა

ჩვენ შესახებ

KH & PARTNERS-მა სხვადასხვა იურისდიქციებში, საუკეთესო იურიდიულ ფირმებთან დაამყარა პარტნიორობა, რაც როგორც ბიზნესს ისე ფიზიკურ პირებს უქმნის კომფორტს წარმატებით დაიცვან თავიანთი უფლებები და განახორციელონ რეგიონალური და ტრანსნაციონალური პროექტები. ნებისმიერი რეგიონალური პარტნიორი კომპანია უფლებამოსილია იმოქმედოს როგორც „one stop stop“ და ამასთან უზრუნველყოს სერვისებზე წვდომა სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. KH & PARTNERS-ი არის სანდო ბიზნეს პარტნიორი და იურიდიული მრჩეველი ყველა იურისდიქციაში, ამერიკიდან შორეულ აღმოსავლეთამდე.

KH & PARTNERS პროფესიონალიზმის მაღალი დონე ყოველწლიურად
დადასტურებულია წამყვანი დამოუკიდებელი საერთაშორისო რეიტინგების
მიერ, როგორიცაა Chambers and Partners, The Legal 500, IFLR 1000, World Tax and TP.

ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო იურიდიული ფირმების გაერთიანებების
TerraLex და Taxand წევრი.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია:
შალვა ხაჭაპურიძე

საქართველო, თბილისი.

Wacaf + 599 595 17 17 41

Mail : info@khlaws.com

რატომ ,,KH & PARTNERS“ ?

კომპანიები, რომლებთაც სურთ ააშენონ სტაბილური ბიზნესი, თავიდან აირიდონ სამართლებრივი პრობლემები, წარმატებით გამოვიდნენ კრიტიკული სიტუაციიდან ან მოქალაქეები, რომელთაც სურთ დაცული იყოს მათი უფლებები ირჩევენ „KH & PARTNERS“-ს რადგან ეს არის:

1. მაღალკვალიფიციური კომპანია: გამოცდილ სპეციალისტთა გუნდი,
რომელსაც შეუძლია ურთულესი დავალებების გადაჭრა. ამის დასტურია
პროფესიული წარმატებები და კლიენტთა ნდობა.

2. მდგრადი კომპანია: დიდი ტრადიციების იურიდიული ფირმა, რომელთანაც
შესაძლებელია ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამის
საფუძველია შეკრული გუნდი, კლიენტების ფართო წრე და ფინანსური
საიმედოობა.

3. მოსახერხებელი კომპანია: იურისტები და ადვოკატები, რომლებიც
ყურადღებას აქცევენ კლიენტსა და მის პრობლემებს, გეხმარებიან
ტვირთის მოხსნაში. ამას ადასტურებს ხარისხიანი სერვისები, ჩვენი
მისწრაფება დროულად აღმოვაჩინოთ პრობლემა და ვიპოვოთ მისი
გადაწყვეტის გზები.

4. პროგნოზირებადი კომპანია: კონსულტანტები, იურისტები და
ადვოკატები, რომელთა მუდმივი კონტროლი საჭირო არ არის. ჩვენმა
კლიენტმა ყოველთვის იცის მისი საქმეების მდგომარეობა და
დარწმუნებულია, რომ მას არ დაივიწყებენ.

5. ხელსაყრელი კომპანია: ჩვენი ტარიფები შეესაბამება შესრულებული
სამუშაოს შედეგებს. ჩვენი კლიენტები დარწმუნებულები არიან, რომ მათი
სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენს ჰონორარებს; ჩვენი ტარიფები
ხელსაყრელია სხვა ამავე დონის კომპანიებთან შედარებით.

6. პრესტიჟული კომპანია: ჩვენი კლიენტების კონტრაგენტები,
მარეგულირებელი ორგანოები და სასამართლოები ენდობიან ჩვენს
იურიდიულ არგუმენტებს. ჩვენი იურისტები მონაწილეობენ
კანონშემოქმედებით და ექსპერტულ საქმიანობაში უმაღლესი
ხელისუფლებისა და მართვის ორგანოებში, ისინი არიან ,,ლობისტები“
პარლამენტსა და მთავრობაში და მონაწილეობენ ბიზნესისთვის
ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნაში.

7. პატივსაცემი კომპანია: ჩვენი იურისტები არ არიან ჩართული „ბნელ“
საქმეებში და არ მუშაობენ საეჭვო კლიენტებთან. ჩვენი კლიენტები
დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ გარიგებებს მათ
კონკურენტებთან. ჩვენი პროცესუალური ოპონენტები ამჯობინებენ
ჩვენთან სამართლიანად თამაშს.

8. მაღალი ხარისხის სტანდარტები: იურიდიული მომსახურების მაღალი
ხარისხის სტანდარტები. „KH & PARTNERS“-ის მართვის სისტემა
შეესაბამება უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს. კომპანია
სერტიფიცირებულია ISO სტანდარტების მიხედვით და ყოველწლიურად
ადასტურებს სერტიფიკაციას, გადის გეგმიურ ინსპექტორულ შემოწმებებს.

9. პასუხისმგებლობის დაზღვევა: „KH & PARTNERS“-ის იურისტთა
პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია. აღსანიშნავია, რომ
კომპანიის არსებობის ისტორიაში სადაზღვევო შემთხვევები არ მომხდარა.

10. ეფექტურად ვიცავთ კლიენტების ინტერესებს: სხვადასხვა იურისდიქციის
სასამართლოებში მოგებული საქმეების პროცენტი შეადგენს 96%-ს (შიდა
სტატისტიკური მონაცემებით).

11. პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით:
ჩვენ ვაწარმოებთ სრულ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში,
სამხრეთ კავკასიაში, ევროპაში, ამერიკისა და აზიაში. მრავალი წელია
ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს წამყვან იურიდიულ ფირმებთან
მსოფლიოს უმსხვილეს იურისდიქციებში, გარდა ამისა პროექტების
განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში წამყვანი
იურიდიული ფირმები და სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტები.

12. საერთაშორისო აღიარება: ჩვენი კომპანია TerraLex-ის, ყველაზე დიდი
საერთაშორისო იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრია, რომელიც აერთიანებს წამყვან ეროვნულ ფირმებს მსოფლიოს 100-ზე მეტი
ქვეყნიდან.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.