ოფისში ან სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
რა უნდა გააკეთოთ ახლა და რა — მას შემდეგ
რა უნდა გააკეთოთ ახლავე
- მოითხოვეთ და წაიკითხეთ განჩინება ან დადგენილება: ვის მიმართ არის, რა მისამართზე და რის მოძებნას ეხება
- არ დააბრკოლოთ — მაგრამ არც ხელი მოაწეროთ იმას, რაც არ წაგიკითხავთ
- ჩაინიშნეთ, ვინ ესწრება და რა ზუსტად გაიტანეს — თითოეული ნივთი და ტექნიკა
- ოქმში მიუთითეთ შენიშვნები, თუ რამე არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უფლება გაქვთ
- დაურეკეთ ადვოკატს მაშინვე, სანამ პროცესი მიმდინარეობს
კარზე დააკაკუნეს და ჩხრეკა უკვე დაწყებულია. გიტოვებენ ტექნიკას? რა უნდა მოაწეროთ ხელი? ვის დაურეკოთ პირველს? ამ კითხვებზე პასუხი მაშინ გჭირდებათ, როცა დასაფიქრებელი დრო აღარ არის.
რა მოხდება, თუ საკითხი არ გადაწყდა
ჩხრეკისას გაკეთებული შეცდომა საქმეში რჩება. დაუზუსტებელი ოქმი, არასწორად აღწერილი ნივთი ან ხელმოწერა იმაზე, რაც არ წაგიკითხავთ — ეს ყველაფერი მოგვიანებით მტკიცებულებად გამოიყენება. ამავე დროს, პროცედურული დარღვევა შეიძლება იყოს საფუძველი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისთვის — მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ის დაფიქსირდა.
რას ვაკეთებთ
- 1
ადვოკატი მოდის ადგილზე და ესწრება ჩხრეკას
- 2
ვამოწმებთ განჩინების საფუძველსა და ფარგლებს — ჩხრეკა მასში მითითებულ ფარგლებს ვერ სცდება
- 3
ვაფიქსირებთ დარღვევებს ოქმში ადგილზევე
- 4
ვაყენებთ საკითხს პროცედურული დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობაზე
- 5
ვმუშაობთ ამოღებული ტექნიკისა და დოკუმენტების დაბრუნებაზე
კონსულტაცია
მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირებით უმოკლეს დროში.