წესები და პირობები
1. ვინ ვართ
ვებგვერდი khlaws.com ეკუთვნის და მას მართავს შპს „ხაჭაპურიძე და პარტნიორები“, საიდენტიფიკაციო ნომერი 405501942, მისამართი: ატენის ქ. 18 გ, 4/7, თბილისი, საქართველო. ქვემოთ — „ჩვენ“ ან „კომპანია“.
2. საიტის დანიშნულება
საიტზე განთავსებული ინფორმაცია ზოგადი და საინფორმაციო ხასიათისაა. ის არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას კონკრეტულ საქმეზე და ვერ ჩაანაცვლებს ადვოკატთან ინდივიდუალურ კონსულტაციას. ნებისმიერი სამართლებრივი შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე.
3. როდის წარმოიშობა ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა
საიტის მონახულება, ფორმის შევსება, წერილის ან შეტყობინების გამოგზავნა ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას არ წარმოშობს. ასეთი ურთიერთობა წარმოიშობა მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისა და ინტერესთა კონფლიქტის შემოწმების დასრულების შემდეგ.
4. ნუ გამოგვიგზავნით კონფიდენციალურ ინფორმაციას ხელშეკრულებამდე
ხელშეკრულების გაფორმებამდე გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს დაცული ადვოკატის საიდუმლოებით. ამიტომ ფორმაში ან პირველ წერილში მიუთითეთ მხოლოდ ის, რაც საქმის ზოგადი შეფასებისთვისაა საჭირო. დეტალებს განვიხილავთ შეხვედრაზე.
5. ინტელექტუალური საკუთრება
საიტზე განთავსებული ტექსტები, სტატიები, ფოტოები, ვიდეოები, ლოგო და დიზაინი კომპანიის საკუთრებაა. მათი გამოყენება, გავრცელება ან გადამუშავება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ნებართვით. ციტირებისას სავალდებულოა წყაროს და აქტიური ბმულის მითითება.
6. ბმულები სხვა საიტებზე
საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე პირების რესურსებზე. მათ შინაარსსა და პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ვზრუნავთ, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული, თუმცა კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა იცვლება. კომპანია არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია საიტის ინფორმაციის დამოუკიდებლად, ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე გამოყენებით.
8. ცვლილებები
წესებში ცვლილების შეტანის უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს. განახლებული ვერსია ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე. მოქმედი რედაქციის თარიღი მითითებულია გვერდის ბოლოს.
9. მოქმედი სამართალი
წესებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. დავა, რომელიც მოლაპარაკებით ვერ გადაწყდება, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
10. კონტაქტი
ელფოსტა: info@khlaws.com · ტელეფონი: +995 595 17 17 41 · მისამართი: ატენის ქ. 18 გ, 4/7, თბილისი, საქართველო. ბოლო განახლება: 21.10.2026.