ბიზნსის შიდა მართვა და ჩიხები — ვინ რას წყვეტს კომპანიაში?
ბიზნესის კოლაფსი ხშირად არა ბაზრის ცვალებადობით, არამედ სამართლებრივი პრევენციის დეფიციტით იწყება. როდესაც მმართველობითი გადაწყვეტილებები მხოლოდ ოპტიმიზმზეა დაშენებული, კომპანიის საძირკველში უხილავი ბზარები ჩნდება. კომპანიის ზრდას ხშირად არა კონკურენტები, არამედ შიდა „გადაწყვეტილების ვაკუუმი“ აფერხებს. მსხვილი კაპიტალის მართვა ნიშნავს იმას, რომ ყოველი ნაბიჯი წინასწარ უნდა გაიტესტოს კრიტიკულ რეალობაზე. პროფესიონალი ადვოკატის ჩართულობა არა ბიუროკრატიული ბარიერი, არამედ თქვენი აქტივების იმუნიტეტია. ის ხედავს ნაღმებს იქ, სადაც სხვები მხოლოდ პერსპექტივას ამჩნევენ. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები სამართლებრივად შეუმცდარია? გაიგეთ, როგორ დაიცვათ კომპანია შიდა რყევებისგან და შექმნათ უსაფრთხოების ისეთი ფილტრი, რომელიც ნებისმიერ ჩიხს მანამ დაგიზღვევთ, სანამ მასში აღმოჩნდებით.
რალური ქეისი: 5-მილიონიანი დავის ანატომია
ერთ-ერთი ბოლო ქეისი, რომელიც KH & PARTNERS-მა წარმატებით დაასრულა, სწორედ ასეთ „ჭადრაკის პარტიას“ ჰგავდა. კლიენტი — მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი — აღმოჩნდა ჩიხში. პარტნიორმა დაბლოკა ყველა საოპერაციო ხარჯი, ხელფასებიდან დაწყებული, იჯარით დასრულებული. მიზანი მარტივი იყო: კომპანიის გაკოტრება და მისი აქტივების სიმბოლურ ფასად ჩაგდება.
ჩვენმა გუნდმა წესდების სიღრმისეული ანალიზისას აღმოაჩინა ის „უხილავი ხვრელი“, რომელიც ოპონენტს გამოეპარა. ნაცვლად სტანდარტული, წლობით გაწელილი სასამართლო დავისა, ჩვენ გამოვიყენეთ სპეციფიკური იურიდიული მექანიზმი, რომელმაც პარტნიორს დირექტორის უფლებამოსილების დელეგირებაზე ვეტოს უფლება წაართვა. შედეგად, კომპანიამ 72 საათში აღადგინა მუშაობა, ხოლო ოპონენტი იძულებული გახდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო.
უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.
ჩვენი სტრატეგია არასდროს არის მხოლოდ თეორიული. ჩვენ ვეყრდნობთ უმაღლესი ინსტანციების პრაქტიკას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტი: სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სამეწარმეო ჩიხის (Deadlock) დროს, თუ პარტნიორებმა წესდებაში წინასწარ არ განსაზღვრეს კონფლიქტის მოგვარების წესი, სასამართლო ვერ ჩაენაცვლება მათ ნებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ გადაგარჩენთ, თუ თქვენი „კორპორაციული კონსტიტუცია“ ხარვეზიანია.
წესდება და პარტნიორთა შეთანხმება არის თქვენი ბიზნესის „კანონი“. თუ ეს კანონი ხარვეზიანია, სასამართლო უბრალოდ აფიქსირებს ფაქტს: მართვა პარალიზებულია. შედეგად, ერთადერთი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც სასამართლოს ხელში რჩება, არის არა ბიზნესის გადარჩენა, არამედ მისი „ევთანაზია“ — იძულებითი ლიკვიდაცია.
- სტრასბურგის (ECHR) პრეცედენტი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (მაგ: Case of Sovtransavto Holding v. Ukraine) ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვა კორპორატიული დავებისას, თუმცა აქციონერთა უფლებების დაცვა პირველ რიგში შიდა დოკუმენტაციით უნდა იყოს გარანტირებული. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გვეუბნება: საკუთრების უფლების დაცვა იწყება იქ, სადაც იურიდიული დოკუმენტი უზადოა. თუ თქვენი მართვის სისტემა ბუნდოვანია, თქვენ კარგავთ საკუთრების ეფექტურ კონტროლს, რასაც სტრასბურგის სასამართლო საკუთრების უფლების ხელყოფად აფასებს.
- ევროპული სასამართლოს პრეცედენტი (Project-Trade d.o.o. v. Croatia, 2020) მკაფიოდ აჩვენებს, რომ მართვის სისტემის გაუმართაობა ბიზნესს სახელმწიფოს რადიკალური ჩარევის წინაშე დაუცველს ტოვებს. მოცემულ საქმეში, შიდა კრიზისის ფონზე, აქციონერებმა საკუთრება ყოველგვარი წინასწარი კონტროლის გარეშე დაკარგეს, რამაც მრავალწლიანი სამართლებრივი ომი გამოიწვია. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბიზნესის მართვის პარალიზების დროსაც კი, მესაკუთრეს არ უნდა წაერთვას სასამართლო დაცვის უფლება — ეს არის გაფრთხილება, რომ წინასწარ გაუთვლელი სამართლებრივი რისკები თქვენს აქტივებს წლობით გაურკვევლობაში დატოვებს. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია. ის, რაც მუშაობდა დაფუძნებისას, შესაძლოა დღეს თქვენი ბიზნესის “აქილევსის ქუსლი” იყოს.
ევროპული სტანდარტი მოითხოვს, რომ ბიზნესს ჰქონდეს მართვის მყარი არქიტექტურა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორპორაციული პარალიზება, რომელიც ხშირად შეუქცევად ფინანსურ ზიანს იწვევს. პროფესიონალი გუნდის მიერ მომზადებული პარტნიორთა შეთანხმება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მართვის სადავეები სასამართლოს ნაცვლად თქვენს ხელში დარჩეს.
გახსოვდეთ: როდესაც კრიზისი დადგება, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა უკვე გვიანია. ძლიერი ბიზნესი შენდება იმ დაშვებით, რომ პარტნიორობა შეიძლება დასრულდეს, ხოლო სამართლებრივი არქიტექტურა სწორედ ამ დასასრულს აქცევს ახალ, მომგებიან დასაწყისად.
გერმანული მოდელი: ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის პრიორიტეტი კორპორაციულ სამართალში
ბიზნესის ჩიხური სიტუაციების მოწესრიგების საუკეთესო ევროპულ მაგალითად გერმანია მიიჩნევა, სადაც ბიზნესის შენარჩუნება უზენაესი პრინციპია. გერმანიის კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შესახებ (Gesetz betreffend die Gesellschaften mit beschränkter Haftung) ეყრდნობა „პარტნიორული ერთგულების“ (Treuepflicht) დოქტრინას, რომელიც პარტნიორებს ბიზნესის ბლოკირებას უკრძალავს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, გერმანული მოდელი უშვებს „ნეიტრალური მმართველის“ დანიშვნას ან წილის იძულებით გამოსყიდვას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომპანიის ლიკვიდაცია. გერმანული იურიდიული არქიტექტურა აღიარებს ჩიხიდან გამოსვლის მკაცრ მექანიზმებს, რომლებიც პარტნიორებს აიძულებს კონსტრუქციული შეთანხმებისკენ, რათა არ დაკარგონ საკუთრების კონტროლი. საბოლოო ჯამში, ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პარტნიორთა პირადი კონფლიქტი არ იქცეს მთელი ბიზნესის კოლაფსის მიზეზად.
ექსკლუზიური ცოდნა: როგორ ვაჩერებთ ომს?
KH & PARTNERS-ში ჩვენ ვიყენებთ მექანიზმებს, რომლებიც შაბლონურ იურისპრუდენციაში არ არსებობს:
- Shotgun Clause: მექანიზმი, რომელიც პარტნიორს აიძულებს ან იყიდოს წილი სამართლიან ფასად, ან გაყიდოს საკუთარი.
- Swing Vote: მესამე, დამოუკიდებელი მხარის ჩართვა კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებისას.
- Shareholders’ Agreement (SHA): პარტნიორული შეთანხმება, რომელიც წესდებაზე უფრო ძლიერი და დეტალურია.
ჩვენი 33-წლიანი პრაქტიკა გვასწავლის: საუკეთესო დავა ისაა, რომელიც არ შედგა, რადგან მოწინააღმდეგემ დაინახა თქვენი იურიდიული უპირატესობა.
დასკვნა: ნუ დაელოდებით, სანამ თქვენი ბიზნესი „Deadlock“-ის მსხვერპლი გახდება. შექმენით მართვის სისტემა, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა პარტნიორები ერთმანეთს არ ესაუბრებიან.
სტატიის ავტორი :
KH & PARTNERS-ის იურისტი
მარიამ გორგოტაძე
დაჯავშნეთ სტრატეგიული აუდიტი დღესვე:
📞 +995 595 17 17 41
📩 info@khlaws.com