ბიზნესის იურიდიული უსაფრთხოება | KH & PARTNERS - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

კორპორატიული პასუხისმგებლობის ახალი ერა

სიახლე 23 აპრილი, 2026

დასრულდახელშეუხებელიკორპორაციების ერა თანამედროვე ბიზნესგარემოში იურიდიული უსაფრთხოების კონცეფცია ფუნდამენტურად იცვლება.თუ წარსულში მსხვილი კორპორაციები ახერხებდნენ რთული სამართლებრივი ფარების გამოყენებას პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, დღეს გლობალური მართლმსაჯულება სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს.

ბოლო პერიოდის საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმები (Compliance) და პროდუქტის უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ფორმალობა.შეცდომის ფასი მილიონობით დოლარი და განადგურებული რეპუტაციაა.

ქვემოთ განვიხილავთ ორ უახლეს და ყველაზე გახმაურებულ სამართლებრივ პრეცედენტს, რომლებმაც ბიზნესის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი სამუდამოდ შეცვალა.

  1. Meta-სა და Google-ის ისტორიული მარცხი: სინდრომი “Big Tobacco 2.0”

რა მოხდა სინამდვილეში?

წლების განმავლობაში ტექნოლოგიური გიგანტები სარგებლობდნენ იურიდიული იმუნიტეტით. ითვლებოდა, რომ ისინი მხოლოდ „პლატფორმები“ იყვნენ და არ აგებდნენ პასუხს იმ ზიანზე, რასაც მათი მომხმარებლები იღებდნენ.თუმცა, სულ ახლახან დადგა ისტორიული პრეცედენტი: ამერიკულმა მართლმსაჯულებამ Meta (Facebook, Instagram) და Alphabet (Google) პასუხისმგებლად ცნო.

რა იყო სამართლებრივი საფუძველი?

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ პრობლემა არა მომხმარებლებში, არამედ თავად პროდუქტის დიზაინსა და ალგორითმშია.

კომპანიებმა განზრახ შექმნეს ისეთი ალგორითმები, რომლებიც ახალგაზრდებში მძიმე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევდა.

რატომ უწოდებენ ამას “Big Tobacco 2.0”-?

იურისტებმა ეს პროცესი გასული საუკუნის თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ წარმოებულ ომს შეადარეს. მართლმსაჯულებამ სოციალურ ქსელებს მოუხსნა დამცავი ფარი და დაადგინა:

თუ თქვენი პროდუქტის მოდელი თავისთავად იწვევს ზიანს, თქვენ იურიდიულად პასუხისმგებელი ხართ, ზუსტად ისე, როგორც თამბაქოს ან მედიკამენტების მწარმოებლები.

ბიზნესგაკვეთილი: ნებისმიერი პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც პოტენციური ზიანის რისკი ახლავს და იურიდიულად დაზღვეული არ არის, შესაძლოა კომპანიის გაკოტრების საფუძველი გახდეს.

  1. Bank of America და 72.5-მილიონიანი ჯარიმა: უწესრიგობისა და შიდა კონტროლის არარსებობის ფასი

რა მოხდა სინამდვილეში?

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი, Bank of America, იძულებული გახდა კრედიტორებთან 72.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მორიგებაზე (Settlement) წასულიყო.

დავა უკავშირდებოდა ცნობილი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ საქმეს.

რა იყო ბანკის დანაშაული?

დავაში ბანკს არ ედავებოდნენ უშუალოდ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობას. მთავარი იურიდიული ბრალდება იყო შიდა კონტროლისა და კომპლაიენსის (Compliance / AML) კრახი. მოსარჩელეებმა დაამტკიცეს, რომ ბანკმა იგნორირება გაუკეთა უსაფრთხოების წესებს, არ შეისწავლა კლიენტის საეჭვო ფინანსური ტრანზაქციები და თავისი საბანკო ინფრასტრუქტურით, ფაქტობრივად, ფინანსურად შეუწყო ხელი დანაშაულებრივი ქსელის არსებობას.

ბიზნესგაკვეთილი: კომპანია პასუხს აგებს არა მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე, არამედ პარტნიორების, კლიენტებისა და კონტრაქტორების სათანადო შემოწმების (Due Diligence) არარსებობაზეც.

როდესაც კომპანიაში ფინანსური, იურიდიული და მმართველობითი კონტროლის მექანიზმები მოშლილია, სხვისმა დანაშაულმა შესაძლოა თქვენი ბიზნესი სრულ ფინანსურ კრახამდე მიიყვანოს.

  1. გლობალური რისკებიდან ქართულ რეალობამდე: როგორ ვიცავთ ბიზნესს საქართველოში?

ის, რაც დასავლეთში მრავალმილიონიანი კორპორატიული დავების სახით ვლინდება, საქართველოში ყოველდღიურად აისახება დირექტორთა სოლიდარულ პასუხისმგებლობაში, დაყადაღებულ ანგარიშებსა და პარტნიორებს შორის მძიმე კონფლიქტებში.

KH & PARTNERS-ის მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქართულ კომპანიებში კრიზისი იწყება იქ, სადაც სამი მიმართულება – იურიდიული, საგადასახადო და საბუღალტრო ნაწილი – ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

ბიზნესის 5 მთავარი საფრთხე, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს:

  • ხელშეკრულებების რისკი: გაუმართავი კონტრაქტები, შიდა დოკუმენტაცია, სადაც მხარეთა პასუხისმგებლობა და რისკების გადანაწილება ბუნდოვანია.
  • შრომითი დავები: არასწორად გაფორმებული შრომითი ნაწილი, რაც ხშირად სრულდება კომპანიის საზიანო გადაწყვეტილებებით.
  • კორპორატიული მმართველობის ქაოსი: ილუზია, რომ წილის 51%-ის ფლობა აბსოლუტურ კონტროლს ნიშნავს. სინამდვილეში, გაუმართავი წესდების პირობებში კომპანია პარტნიორთა დავის მძევალი ხდება.
  • საგადასახადო და საბუღალტრო რისკები: შემოწმებისთვის მოუმზადებლობა, დეკლარაციებისა და პირველადი დოკუმენტების ხარვეზები.
  • დოკუმენტური არქივის უწესრიგობა: რამაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა მილიონიანი აქტივების დაკარგვა გამოიწვიოს.

KH & PARTNERS-ის გამოსავალი: იურიდიული სისტემა

როდესაც კომპანია იზრდება, შიდა სტრუქტურა ვეღარ უძლებს გამოწვევებს და მფლობელს სჭირდება ძლიერი, გარე საექსპერტო მხარდაჭერა. ჩვენი მიდგომა ეფუძნება მკაცრ პრინციპს:

ჩვენი მოდელი ეფუძნება ერთი ფანჯრის პრინციპს და გთავაზობთ სისტემურ გადაწყვეტას. აუთსორსის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ერთი შიდა იურისტის შენახვის ნაცვლად, იღებთ მთელი იურიდიული ფირმის რესურსს — ფართო ექსპერტიზითა და ნულოვანი საოპერაციო ტვირთით.

ჩვენი თანამშრომლობა იწყება პირველადი ექსპრესშეფასებით (დიაგნოსტიკით), რათა დავინახოთ კომპანიის რეალური მდგომარეობა და მოვახდინოთ ტოპ-რისკების სურათის იდენტიფიცირება,. ამის შემდეგ ვქმნით საწყისი მოწესრიგების პროექტს და კომპანიის საჭიროებებზე ვირგებთ მხარდაჭერის რეკომენდებულ ფორმატს:

  • აუთსორსი: მუდმივი და სრულფასოვანი გარე იურიდიული, საგადასახადო ან საბუღალტრო მხარდაჭერა,.
  • ჰიბრიდული და გაფართოებული ჰიბრიდული მოდელი: აუთსორსი პლუს ჩვენი გუნდის ადგილზე (ნაწილობრივ ან სრულად მივლენილი იურისტის) ჩართულობა,.
  • პრემიუმი: ინდივიდუალურად მორგებული მოდელი კომპლექსური ბიზნესებისთვის.

დასკვნა Bank of America-სა და Meta- შემთხვევები ადასტურებს უმთავრეს წესს:

პრევენცია თითქმის ყოველთვის იაფია, ვიდრე უკვე წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება. სამართლებრივი უწესრიგობის ფასი დღეს ბიზნესის არსებობის ტოლფასია.

თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია იმართებოდეს უსაფრთხოდ, არ გქონდეთ მოულოდნელი საგადასახადო თუ სამართლებრივი კრიზისები და გყავდეთ პარტნიორი, რომლის პროფესიული პასუხისმგებლობაც დაზღვეულია, დროა, სისტემურ მიდგომაზე გადახვიდეთ.

ნუ დაელოდებით შეცდომას.

დაგვიკავშირდით და კონფიდენციალურად განვიხილოთ თქვენი ბიზნესის მოდელი!

📄 KH & PARTNERS – ის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია.

რატომ გვენდობიან?

▪️ 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში
▪️ 160+ იურისტი გლობალურ ქსელში
▪️ 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
▪️ 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი
▪️ ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი
▪️ დაზღვეული იურიდიული მომსახურება

🌍 საერთაშორისო მასშტაბი — ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.

ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!

📞 +995 595 17 17 41
✉️ info@khlaws.com
📍 თბილისი, საქართველო

ავტორი: ,,KH & PARTNERS”-ის

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

შალვა ხაჭაპურიძე

(შენიშვნა: სტატიის პირველ და მეორე ნაწილში განხილული გლობალური პრეცედენტები — Meta- „Big Tobacco 2.0“ და Bank of America- საქმეეფუძნება უცხოურ მედიაში [Bloomberg Law, The Guardian და სხვა]).

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.