სამთავრობო კომისიის შეხვედრები ბიზნესთან – სამართლებრივი მოლოდინები - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

სამთავრობო კომისიის შეხვედრები ბიზნესთან – სამართლებრივი მოლოდინები

სიახლე 05 მარტი, 2026

ასების მონიტორინგი და ბიზნეს-სექტორი: სამთავრობო კომისია ფარმაცევტულ და ნავთობკომპანიებთან შეხვედრებს იწყებს

დღეს, 26 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეხვედრები იწყება. კომისიის მანდატი ვრცელდება სურსათის მწარმოებლებზე, ფარმაცევტულ სექტორსა და საწვავის იმპორტიორებზე. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მიზანი ფასების ხელშესახები კლებაა, რომლის შედეგებსაც აპრილის ბოლოსთვის პროგნოზირებენ.

 KH & PARTNERS-ის სამართლებრივი ხედვა

ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ამ ტიპის დიალოგი მოითხოვს მაღალ სამართლებრივ სიფრთხილეს. იურიდიული თვალსაზრისით, აქ რამდენიმე კრიტიკული წერტილი იკვეთება:

  1. სამართლებრივი ფორმატი: მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები სრულად შეესაბამებოდეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის პრინციპებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაზარზე არათანაბარი პირობების შექმნა.
  2. მანდატი და რეგულაცია: ფარმაცევტული და ნავთობსექტორი ისედაც მაღალი რეგულაციის ქვეშაა. ნებისმიერი ახალი „სქემა“ თუ მეთოდი, რომელზეც მთავრობა საუბრობს, უნდა იყოს პროგნოზირებადი და არ უნდა ლახავდეს მეწარმეთა კანონიერ ინტერესებს.
  3. ბიზნესის დაცულობა: კომპანიებმა, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, უნდა უზრუნველყონ თავიანთი პოზიციების სამართლებრივი გამყარება, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არ დააზიანოს ბიზნესის მდგრადობა.

KH & PARTNERS მზად არის გაუწიოს კონსულტაცია ზემოაღნიშნული სექტორების წარმომადგენლებს, რათა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია წარიმართოს სამართლებრივად გამართულად და დაცულად.

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.