შიგთავსზე გადასვლა

,,KH & PARTNERS’’ აცხადებს კონკურსს.

სიახლე 05 იანვარი, 2025

,,KH & PARTNERS’’ თავისი ვებ გვერდის Khlaws.com მეშვეობით საზოგადოებას
სთავაზობს სამართლებრივ სიახლეებს.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წახალისებისადა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცხადდება კონკურსი რათა იურისტებმა ჩვენს ვებ გვერდზე გამოაქვეყნონ სამართლებრივ საკითხებზე მათ მიერ შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები, რეფერატები, სტატიები, გააცნონ ისინი საზოგადოების ფართო ფენებს.

კონკურსში მონაწილეობა:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს;
  • ნაშრომები გადმოგზავნილ უნდა იქნას info@khlaws.com ნაშრომს თან უნდა
    ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და ელ–ფოსტა, სათაურის
    ველში მითითებული უნდა იყოს “საკონკურსო ნაშრომი”
  • მიიღება მხოლოდ იურიდიული თემატიკის ნაშრომი;
  • ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 3 გვერდი;
  • დაცული უნდა იყოს აკადემიური სტილი;
  • ნაშრომ გამოქვეყნდება იურიდიული კომპანია ,,KH & PARTNERS’’ ვებ-გვერდზე
    www. Khlaws.com
  • ნაშრომები მიიღება 1 სექტემბრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

გამარჯვებულად გამოცხადდებიან მონაწილენი:

  • რომლებიც ყველაზე მეტ ნაშრომს წარმოადგენენ.

კონკურსი გამოავლენს 3 გამარჯვებულს: პირველი, მეორე და მესამე ადგილები.
პრიზები

  • I ადგილი – ერთწლიანი უფასო სტაჟირება იურიდიული კომპანია ,,KH & PARTNERS’’ ში
  • II ადგილი – ელექტრონული წიგნის წამკითხავი (Kindle).
  • III ადგილი – იურიდიული ლიტერატურის ნაკრები.

პასუხისმგებლობა საავტორო უფლებების დარღვევაზე ეკისრება ნაშრომის გამომგზავნს.

www. Khlaws.com tel:595 17 17 41

21.08.2024

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.