ვებდეველოპერი / IT სპეციალისტი - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

ვებდეველოპერი / IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჰიბრიდული რეჟიმი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გამოცდილება: 2+ წელი IT მხარდაჭერის ან ვებდეველოპმენტის სფეროში
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე

მთავარი მოვალეობები:

  • კომპანიის ვებსაიტის და ციფრული პლატფორმების ადმინისტრირება და განახლება;
  • ტექნიკური მხარდაჭერა (კომპიუტერული ქსელის მართვა, ტექნიკის გამართვა);
  • კიბერუსაფრთხოების ელემენტარული კონტროლი და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მცირე პროგრამული ცვლილებების განხორციელება;
  • თანამშრომლების IT საკითხებში კონსულტირება და დახმარება.

მოთხოვნები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ან დაკავშირებული მიმართულების ბაკალავრის ხარისხი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე ცოდნა.

ანაზღაურება:

განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით.

📌 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი ელ.ფოსტით მისამართზე info@khlaws.com
თან დაურთეთ თქვენი CV და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომლისთვისაც აკეთებთ განაცხადს.
ჩვენი HR გუნდი ყურადღებით განიხილავს ყველა მიღებულ განაცხადს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.