ნათია კილასონია - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

ნათია
კილასონია

სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართალი

ნათია კილასონია ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის დარგის სპეციალისტია, ახორციელებს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების იურიდიულ მომსახურებას. იგი თავისი კარიერის მანძილზე მუშაობს წამყვან და ცნობილ ქართულ და უცხოურ მსხვილ კომპანიებში იურისტის თანამდებობაზე.

ნათია კილასონია

ქალბატონმა ნათიამ წარჩინებით დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. პროფესიული განვითარების კუთხით ფლობს არაერთ სერტიფიკატს და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მნიშვნელოვან პროექტში. მინიჭებული აქვს ადვოკატის საერთო სპეციალიზაციის კვალიფიკაცია; არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აქტიურად მუშაობს სამართლის სხვადასხვა დარგის საკითხებზე.

ნათია კილასონიას გააჩნია მდიდარი საადვოკატო გამოცდილება და დღესაც აქტიურად ჩაბმულია არაერთ გახმაურებულ სასამართლო პროცესში.

ნათია კილასონია მაღალი დონის სპეციალისტია, ფლობს ასევე რუსულ, ინგლისურ, თურქულ და ფრანგულ ენებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.