შრომითი მიგრაცია საქართველოში - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

შრომითი მიგრაცია საქართველოში

სიახლე 02 ივნისი, 2026

შრომითი მიგრაცია საქართველოში: 2026 წლის ახალი რეგულაციები


ამოქმედდა: 1 მარტი, 2026  ·  შრომითი მიგრაცია  ·  KH & Partners Law Firm


2026 წლის 1 მარტს ამოქმედდა შრომითი საქმიანობის სავალდებულო ნებართვის ინსტიტუტი. დღეიდან ბინადრობის ნებართვა ან ვიზა ლეგალური დასაქმებისთვის დამოუკიდებელ საფუძვლად აღარ განიხილება.

რატომ შეიცვალა კანონი?

აქამდე საქართველოს შრომის ბაზარი შედარებით ღია იყო — ბინადრობის ნებართვა ფაქტობრივად საკმარისი საფუძველი იყო ლეგალური მუშაობისთვის. ახალი რეფორმა ამ ხარვეზს სამ მიმართულებით ახდენს:

  • ადგილობრივი კადრების პრიორიტეტი
  • ფინანსური გამჭვირვალობა
  • კონტროლირებადი შრომითი მიგრაცია

ვინ ექვემდებარება?

ახალი რეგულაცია ვრცელდება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც საქართველოში ახორციელებს ნებისმიერ ანაზღაურებად საქმიანობას — საოფისე, დისტანციური, IE ან ფრილანს ფორმატით.

⚠  მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან ვიზა დამოუკიდებელ საფუძვლად აღარ განიხილება ლეგალური შრომითი საქმიანობისთვის.

5 ძირითადი ცვლილება

01  სავალდებულო შრომითი ნებართვა  —  ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობის დაწყებამდე უცხოელი ვალდებულია მიიღოს შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან.

02  ბაზრის ტესტი — Market Test  —  დამსაქმებელი ვალდებულია ვაკანსია სულ მცირე 10 სამუშაო დღით განათავსოს პორტალზე worknet.moh.gov.ge. მხოლოდ ადგილობრივი კანდიდატის ვერ მოძიების შემდეგ არის უცხოელის დასაქმება დასაშვები.

03  IE და ფრილანსერები  —  დამოუკიდებლად მიმართვა სახელმწიფო სააგენტოში · ვიდეო-ინტერვიუ · ბიზნეს-გეგმა ან ფინანსური ბრუნვის დოკუმენტი.

04  საინვესტიციო ზღვარი  —  უძრავი ქონებით ბინადრობის ნებართვა: $100,000 → $150,000

05  გარდამავალი პერიოდი  —  1 მარტამდე რეგისტრირებული პირები — სტატუსის მოწესრიგება 2027 წლის 1 იანვრამდე.

სანქციები

  • უნებართვო შრომითი საქმიანობა → 2 000 ლარი  (დასაქმებული + დამსაქმებელი)
  • განმეორებითი დარღვევა → გაზრდილი ჯარიმა  (დასაქმებული + დამსაქმებელი)

Checklist — რა არის გასაკეთებელი ახლავე?

დამსაქმებლებისთვის

  • შეამოწმეთ ყველა უცხოელი თანამშრომლის სტატუსი ერთიანი ბაზის მიხედვით
  • განახორციელეთ სრული რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის ბაზაში
  • ახალი ვაკანსიებისთვის გაიარეთ Market Test (10 სამუშაო დღე)
  • მოამზადეთ ფინანსური გამჭვირვალობის დოკუმენტაცია
  • გაითვალისწინეთ 40-50 დღიანი ციკლი კადრის დაგეგმვისას

უცხოელი დასაქმებული / ფრილანსერი

  • გაარკვიეთ, სჭირდება თუ არა თქვენს სტატუსს ცალკე ნებართვა
  • მოამზადეთ ბიზნეს-გეგმა ან ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • წინასწარ დარეგისტრირდით სახელმწიფო სააგენტოში
  • 2027 წლის 1 იანვრამდე სრულად მოაწესრიგეთ სტატუსი

ხშირად დასმული კითხვები

Q:  ბინადრობის ნებართვაზე შემიძლია გავაგრძელო მუშაობა?

A:  არა. 2026 წლის 1 მარტიდან ბინადრობის ნებართვა დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძვლად აღარ განიხილება. საჭიროა ცალკე შრომითი ნებართვა.

Q:  Market Test ყველა პოზიციაზე ვრცელდება?

A:  კანონი ზოგადად ვრცელდება ნებისმიერ ვაკანსიაზე. კონკრეტული გამონაკლისები განსაზღვრულია კანონმდებლობით.

Q:  ფრილანსერმა სად მიმართოს?

A:  სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. სამი ეტაპი: განაცხადი → ვიდეო-ინტერვიუ → ბიზნეს-გეგმა.

Q:  გარდამავალი პერიოდი ვის ეხება?

A:  2026 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ პირებს — 2027 წლის 1 იანვრამდე.


სამართლებრივი საფუძველი

  • საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ — matsne.gov.ge
  • საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის დადგენილება N70
  • სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო — labourmigration.moh.gov.ge
  • სახელმწიფო პორტალი — worknet.moh.gov.ge

შენიშვნა: სტატია ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციას.


KH & PARTNERS LAW FIRM

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით.

KH & Partners-ის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია.

+995 595 17 17 41

info@khlaws.com

khlaws.com

KH & Partners-ის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.