რა უნდა იცოდეთ დუმილის უფლებაზე
„ბრძნულად მეტყველება ვერცხლია,ხოლო დუმილი რჩეული ოქრო“-ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლის ფრთიანი ფრაზა მკაფიოდ წარმოაჩენს დუმილის პრაქტიკულ როლს იქ,სადაც ის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.დუმილი ერთგვარი დიპლომატიური ინსტრუმენტია, რომელიც იმისდა მიხედვით იცვლის ფუნქციას, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროში ვსაქმიანობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი სამართლის დარგში.
თუკი სამოქალაქო სამართალს ვეხებით, დუმილი თანხმობის გამომხატველ ფორმადაა აღიარებული, სისხლის სამართალში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დუმილი არც უარყოფაა და არც თანხმობა. იგი ბრალდებულის კანონით გარანტირებული უფლებაა, რომელიც მას ნეიტრალურ სიტუაციაში აყენებს. ქვემოთ მოცემულ სტატიაში განვიხილავთ მის მნიშვნელობას სისხლის სამართლის პროცესში და წარმოვაჩენთ თუ რატომ შეიძლება იქცეს იგი პირის თავისუფლების მყარ გარანტად.
1. დუმილი,როგორც ერთ-ერთი „მირანდას უფლებათაგანი“
დუმილის უფლების მნიშვნელობას ხაზს უსვამს მისი დასახელება იმ უფლებებს შორის,რომლებიც დაკავებულს უნდა განემარტოს დაკავებისას. აღნიშნული უფლებები „მირანდას უფლებებად“ იწოდება და მათ ზემოხსენებულის გარდა მიეკუთვნება ადვოკატის ყოლისა და საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის უფლება. თუკი თქვენ არ განგემარტათ აღნიშნული უფლებების შესახებ,ეს თქვენს დაკავებას უკანონოდ აქცევს.
დუმილი თქვენი ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი ბერკეტია.დაკავებისას თქვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა შესაძლოა ბრალდების მხარემ თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენოს.გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თქვენი დაკავება აღიბეჭდება ელექტრონული მოწყობილობით,რაც კიდევ უფრო გაამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას რაიმე არასასურველი განცხადების გაკეთების შემთხვევაში. ამიტომ იმოქმედეთ ცივი გონებით და თავი შეიკავეთ პოზიციის დაფიქსირებისგან. ამით თქვენი ინტერესები სასამართლოში უფრო ეფექტურად იქნება დაცული.ამას გარდა,უარი განაცხადეთ ოქმის ხელმოწერაზე. თქვენი ეს უმოქმედობა დუმილის და პროტესტის ერთგვარი გამოხატულებაა.
2. დუმილის უფლება მოწმის სახით გამოკითხვისას.
დაიმახსოვრეთ,რომ დუმილი არ არის მხოლოდ ბრალდებულის უფლება. დუმილის უფლებით ასევე სარგებლობს მოწმე გამოძიების ეტაპზე.შესაძლოა საგამოძიებო ორგანომ ჩათვალა,რომ თქვენ ფლობთ სისხლის სამართლის კონკრეტული საქმისათვის მნიშნელოვან ინფორმაციას და დაგიბარათ გამოკითხვის მიზნით. თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ გამოკითხვაზე.
თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ,რომ თქვენ შესაძლოა დაბარებული იყოთ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემის მიზნით. ამ ეტაპზე კი თქვენ არ სარგებლობთ დუმილის უფლებით და ჩვენების მიცემა სავალდებულოა.დაიმახსოვრეთ: ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა აქედან არსებობს გამონაკლისი: თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ახლო ნათესავის დეფინიცია მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და მას წარმოადგენს მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით, აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის განქორწინებული)
3. საკანონმდებლო ჩანაწერი,რომელიც ბრალდებულის საზიანოდ იქცევა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოკითხვა ნებაყოფლობითი საგამოძიებო მოქმედებაა.შესაბამისად,როგორც უკვე ვახსენეთ, მასში მონაწილეობა პირის უფლებაა და არა ვალდებულება.თუკი პირი მასში მონაწილეობას გადაწყვეტს,იგი უფლებების დაცვის მთელი რიგი გარანტიებით სარგებლობს,კერძოდ,პირს განემარტება უფლებები,დგება წერილობითი ოქმი და ა.შ.როცა ბრალდებულის სახით ხდება პირის გამოკითხვა,გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია მისი უარის შემდეგ საქმის არსებითი განხილვისას ამ ოქმის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
თუმცა, პრაქტიკაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევას, როცა პირის მიმართ არ ხდება გამოკითხვის ჩატარება საგამოძიებო მოქმედების სახით. მასთან ხდება ოპერატიული გასაუბრება ოპერ-მუშაკის მიერ,რაც დაცვის ნაკლები ინსტრუმენტით ხასიათდება.ის ზეპირი ფორმით ხორციელდება და პირს არ განემარტება მისი უფლებები.ამ დროს შეიძლება ხდებოდეს ამ საუბრის ვიდეო აუდიო ჩაწერა პირისგან ფარულად.
ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი ,როგორ წესი, არის ნდობა ოპერატიულ მუშაკს და პირს შორის.პოტენციური ბრალდებული შესაძლოა ვერც იაზრებდეს, რომ მისი აღიარება ან სხვა შინაარსის განცხადება სასამართლოში იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული.პირის ნაამბობი იმ დღესვე აისახება პოლიციის მუშაკის პატაკში და ამით შეიქმნება მტკიცებულება პირის წინააღდეგ.მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ მსგავს ღონისძიებაზე,როგორც ფარულ მოქმედებაზე ან ოპერატიულ ღონისძიებაზე, არ მოქმედებს ბრალდებულის უარი და ის მაინც შეიძლება იქნას გამოყენებული სასამართლოში მტკიცებულებად.
რას აკეთებს KH & PARTNERS?
დუმილის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ სამართლებრივ გარანტიას, რომელიც იცავს პირს მამხილებელი ჩვენების მიცემისგან და უზრუნველყოფს სამართლიანი პროცესის რეალიზაციას. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ ეტაპზე, როდესაც პირი ექვემდებარება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკითხვას ან სხვა საგამოძიებო
მოქმედებებს.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება ამ უფლების პრაქტიკულ და ეფექტურ დაცვას და მოიცავს:
• დუმილის უფლების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების დეტალურ
განმარტებას;
• დაკითხვის პროცესში ადვოკატის აქტიურ ჩართულობას;
• ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და არამართლზომიერი გავლენის პრევენციას;
• მამხილებელი ჩვენების მიცემის რისკების შეფასებას
• დაცვის სტრატეგიის ინდივიდუალურ დაგეგმვას კონკრეტული საქმის
თავისებურებების გათვალისწინებით.
დუმილის უფლება ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სწორად არის გამოყენებული — სწორედ ამაში მდგომარეობს პროფესიული იურიდიული მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა.
რატომ გვენდობიან?
▪️ 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში
▪️ 160+ იურისტი გლობალურ ქსელში
▪️ 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
▪️ 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი
▪️ ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი
▪️ დაზღვეული იურიდიული მომსახურება
🌍 საერთაშორისო მასშტაბი — ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.
ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!
📞 +995 595 17 17 41
✉️ info@khlaws.com
📍 თბილისი, საქართველო