მტკიცებულებების დასაშვებლობა — რა უნდა იცოდეთ დაცვისთვის
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ქვაკუთხედს მტკიცებულება წარმოადგენს. მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი თუ დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს და ასაბუთებენ საკუთარ პოზიციას.ამ დეფინიციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს „კანონით დადგენილი წესით“- სწორედ დაცვის მხარის ინტერესებშია მიაკვლიოს მტკიცებულების მოპოვების პროცედურულ დარღვევებს და მათზე აპელირებით სისხლის სამართლის საქმიდან ამორიცხოს ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებები.
ადვოკატის ფუნქცია არის, ერთი მხრივ, ალტერნატიული გამოძიების ჩატარება, მეორე მხრივ, კი პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და კანონიერების დარღვევის აღმოჩენა. ქვემოთ მოცემულ სტატიაში განვიხილავთ მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტებს და წარმოგიდგენთ იმ კაზუისტურ შემთხვევებს, როცა საგამოძიებო ორგანოს მიერ პროცედურის დარღვევა ბრალდებულის სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ.
1. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა“
„არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება,თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.“ დაცვის მხარის ინტერესების დამცავი აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი წარმოადგენს „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინის“ ანალოგს, რომელიც აშშ-ის სასამართლო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის პირველ ნახევარში.
აღნიშნულის საილუსტრაციოდ წარმოვადგინოთ მსგავსი შემთხევევა: თუკი
საგამოძიებო ორგანო მტკიცებულების მოპოვებისას უხეშად დაარღვევს კანონს და ამ მტკიცებულების საფუძველზე კანონის დაცვით მოიპოვებს სხვა მტკიცებულებას, ორივე მტკიცებულება დაუშებლად ჩაითვლება.მაგალითად,კონკრეტული პირის მიმართ კანონის დარღვევით განხორციელდა საუბრის ფარული მოსმენა,რის საფუძელზეც გაირკვა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი.პოლიციამ კანონის დაცვით განახორციელა საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ვინაიდან პირველადი მტკიცებულება მოპოვებულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით,კანონიერად მოპოვებული მეორეული მტკიცებულება ჩაითვლება უკანონოდ მსგავსი მიდგომა არის შემაფარხებელი ბერკეტი საგამოძებო ორგანოსათვის, რომ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენას არ შეეწიროს ადამიანის უფლებების
დაცვის ინტერესი.
2. „არასარწმუნო“ მოწმის ფენომენი
„თუ მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა,მხარეს უფლება აქვს,მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე“-სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი არასარწმუნო მოწმის ჩვენების იმპიჩმენტის შესაძლებლობას იძლევა.ზოგადად,მოწმის ჩვენება შედგება როგორც თავისუფალი თხრობის,ისე
კითხვა-პასუხის რეჟიმში მოთხრობილი ინფორმაციისგან.შესაბამისად,წინააღმდეგობა ორივე ნაწილში შეიძლება გამოიკვეთოს.
მაგ. ჩვენების დასაწყისში მოწმე უთითებს, რომ ბრალდებული დაინახა დაზარალებულის საცხოვრებელთან დილის საათებში,ადვოკატის მიერ მისი ჯვარედინი დაკითხვისას კი აღნიშნა,რომ საღამოს საათებში დააფიქსირა იგი. ეს აშკარად წარმოადგენს არსებით წინააღმდეგობას,რაც ამ ჩვენების დაუშებლად ცნობის საფუძველია.თუმცა, მხარის პრეროგატივას წარმოადგენს ამაზე მითითება და მოსამართლის წინაშე შუამდგომლობის დაყენება.შესაბამისად, ადვოკატის ვალია
გამოკვეთოს მოწმის ჩვენების არასარწმუნოობა და მოსამართლის წინაშე დაასაბუთოს იგი.
3. გონივრული ეჭვი მტკიცებულობის ავთენტურობასთან დაკავშირებით
„მტკიცებულება ასევე დაუშვებელია,თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით,მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“-საპროცესო კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი ბრალდებულის ინტერესების დაცვისთვის მეტად ფასეულია. საეჭვო მტკიცებულებებს შეუძლია შეცდომაში შეიყვანონ მოსამართლე თუ ნაფიცი მსაჯული და ხელი შეუშალონ ჭეშმარიტების დადგენას. გონივრული ეჭვის სტანდარტი აქ ერთგვარი დაცვის მექანიზმია: იგი ავალდებულებს მხარეებს და სასამართლოს, განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასონ მტკიცებულებების სანდოობა და მთლიანობა. ამგვარად, პრიორიტეტი
ენიჭება არა მხოლოდ მტკიცებულების მოპოვების კანონიერებას, არამედ მის ავთენტურობასა და უცვლელობას. შედეგად, აღნიშნული ნორმა ხელს უწყობს იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილება
დაეფუძნოს მხოლოდ ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა სისწორე და სანდოობა არ იწვევს ეჭვს. ეს კი უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების მთავარი მიზნის — ჭეშმარიტების დადგენისა და ადამიანის უფლებების დაცვის — მისაღწევად.
რას აკეთებს KH & PARTNERS?
მტკიცებულებების კონტექსტში დაცვის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხოლოდ კანონიერ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ ეტაპზე, როდესაც ხდება მტკიცებულებების მოპოვება, ფიქსაცია და სასამართლოში წარდგენა. ჩვენი მიდგომა ეფუძნება მტკიცებულებების საფუძვლიან ანალიზსა და მათი დასაშვებობის სტანდარტების ეფექტურ გამოყენებას და მოიცავს:
• მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების დეტალურ შემოწმებას;
• პროცესუალური დარღვევების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას;
• დაუშვებელი მტკიცებულებების პროცესიდანგამორიცხვის უზრუნველყოფას;
• მოწმის ჩვენებების სანდოობისა და წინააღმდეგობების გამოვლენას;
• მტკიცებულებების ავთენტურობისა და უცვლელობის კრიტიკულ შეფასებას;
• დაცვის სტრატეგიის ინდივიდუალურ დაგეგმვას კონკრეტული საქმის თავისებურებების გათვალისწინებით.
ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ საქმეში დარჩეს მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და არ იწვევს გონივრულ ეჭვს, რაც საბოლოოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
რატომ გვენდობიან?
▪️ 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში
▪️ 160+ იურისტი გლობალურ ქსელში
▪️ 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
▪️ 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი
▪️ ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი
▪️ დაზღვეული იურიდიული მომსახურება
🌍 საერთაშორისო მასშტაბი — ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.
ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!
📞 +995 595 17 17 41
✉️ info@khlaws.com
📍 თბილისი, საქართველო