მოწმის დაკითხვის წესი: რა შეიძლება გკითხონ და რა – არა
სასამართლო პროცესში მოწმის დაკითხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ხშირად პირებს, რომლებსაც მოწმის სტატუსით იძახებენ, არ იციან რა უფლებები აქვთ, რა კითხვები შეიძლება დაუსვან და რა შემთხვევაში აქვთ უფლება უარი თქვან პასუხზე.
აღნიშნულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ მოწმის დაკითხვის წესს, მის უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე იმას, რა კითხვებია დასაშვები და რა – არა. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველად მონაწილეობს სასამართლო პროცესში მოწმის სტატუსით.
ვინ არის მოწმე სამართლებრივ პროცესში
მოწმე არის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებზე და რომელსაც სასამართლო ან საგამოძიებო ორგანო იბარებს ამ ინფორმაციის დასადასტურებლად.
მოწმე შეიძლება იყოს:
- შემთხვევის უშუალო შემსწრე;
- პირი, რომელმაც მოისმინა ან იცის ფაქტის შესახებ;
- პირი, რომელსაც აქვს საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებში.
მოწმის დაკითხვის მიზანი
მოწმის დაკითხვის მთავარი მიზანია:
- ფაქტობრივი გარემოებების დადგენა;
- საქმის დეტალების დაზუსტება;
- სხვადასხვა ჩვენებების შედარება.
სწორედ ამიტომ დაკითხვის პროცესი მკაცრად რეგულირდება კანონით.
როგორ მიმდინარეობს მოწმის დაკითხვა
მოწმის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს:
- საგამოძიებო ორგანოში (გამოძიების ეტაპზე)
- სასამართლო სხდომაზე
პროცესი, როგორც წესი, შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
- მოწმის იდენტიფიკაცია
დასაწყისში ხდება მოწმის პიროვნების დადგენა:
- სახელი და გვარი;
- დაბადების თარიღი;
- საცხოვრებელი ადგილი;
- პროფესია…
- გაფრთხილება პასუხისმგებლობის შესახებ
მოწმე გაფრთხილებულია, რომ ცრუ ჩვენების მიცემა კანონით დასჯადია.
- თავისუფალი თხრობა
მოწმე თავდაპირველად თავად აღწერს იმას, რაც იცის საქმის შესახებ.
- კითხვების დასმა
რა შეიძლება ჰკითხონ მოწმეებს
კანონის მიხედვით მოწმისთვის დასმული კითხვები უნდა ეხებოდეს საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს.
დასაშვებია კითხვები, რომლებიც ეხება:
- მოვლენას და გარემოებებს
- სად იყავით კონკრეტულ დროს;
- რა დაინახეთ ან მოისმინეთ;
- ინ მონაწილეობდა…
- პირებს და ურთიერთობებს
- იცნობთ თუ არა კონკრეტულ პირებს;
- რა ურთიერთობა გაქვთ მათთან…
- დეტალებს
- რა დრო იყო;
- რა მდგომარეობაში იყო ადგილი;
- ვინ რა გააკეთა…
- ინფორმაციის წყარო
- საიდან გაიგეთ კონკრეტული ფაქტი;
- პირადად ნახეთ თუ სხვამ გითხრა
რა კითხვები არის დაუშვებელი
მიუხედავად იმისა, რომ მოწმის დაკითხვა მნიშვნელოვანია, არსებობს კითხვები, რომლებიც არ შეიძლება დაისვას.
- მოწმეს არ შეიძლება აიძულონ ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც მას ან მის ახლო ნათესავს შეიძლება დანაშაულის ჩადენაში ამხელდეს;
- დაუშვებელია კითხვები, რომელიც არ ეხება საქმეს და უხეშად არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;
- დაკითხვისას დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ფორმულირება, დამამცირებელი კომენტარები, ფსიქოლოგიური ზეწოლა;
- დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვის დასმა
მოწმის ძირითადი უფლებები
მოწმეს აქვს მნიშვნელოვანი უფლებები, რომლებიც იცავს მის სამართლებრივ ინტერესებს და უზრუნველყოფს სამართლიან პროცესში მონაწილეობას.
იცოდეს, რატომ არის გამოძახებული
მოწმეს აქვს უფლება წინასწარ იცოდეს, რომელი საქმის ფარგლებში იბარებენ მას სასამართლოში და რა საკითხზე უნდა მისცეს ჩვენება.
თუ მოწმე არ ფლობს ან სათანადოდ არ ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას, მას აქვს უფლება ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
გაეცნოს დაკითხვის ოქმს
მოწმეს უფლება აქვს გაეცნოს მის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და მოითხოვოს:დამატებების ან ცვლილებების შეტანა, შენიშვნების დამატება.
არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ
სპეციალური დაცვის მოთხოვნის უფლება
თუ არსებობს საფრთხე მოწმის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მიმართ, მას შეუძლია მოითხოვოს სპეციალური დაცვის ღონისძიებების გამოყენება. აღიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია მოწმის ჩართვა პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში.
მოწმის დამატებითი სამართლებრივი გარანტიები: მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებებით, სასამართლო სხდომის დახურვა, თუ არსებობს პირადი ცხოვრების გასაჯაროების საფრთხე, მოწმის უსაფრთხოების სპეციალური ზომები.
რატომ არის მნიშვნელოვანი ადვოკატის კონსულტაცია
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე არ არის ბრალდებული, იურისტთან წინასწარი კონსულტაცია ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია. მოწმე ვალდებულია თქვას სიმართლე, თუმცა მას აქვს უფლებები, რომლებიც იცავს მის ღირსებას, უსაფრთხოებას და პირად ცხოვრებას.
თუ დაკითხვაზე გიბარებენ, მნიშვნელოვანია იცოდეთ: რა კითხვებია დასაშვები, რა კითხვებზე შეგიძლიათ უარი თქვათ, რა უფლებები გაქვთ პროცესის განმავლობაში.
KH&PARTNERS-ის გუნდი გთავაზობთ სამართლებრივ კოსულტაციას პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები დაკითხვის დროს და დარწმუნდეთ, რომ პროცესი ჩატარდება კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით.
დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი და დეტალური ინფორმაცია.
რატომ გვენდობიან?
- 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში.
- 160+ იურისტი გლობალურ ქსელში.
- 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
- 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი.
- ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი.
- დაზღვეული იურიდიული მომსახურება.
საერთაშორისო მასშტაბი
ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა,
თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.
ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!
დაგვიკავშირდით დღესვე და დავგეგმოთ სამუშაო შეხვედრა:
+995 595 17 17 41