რა უნდა იცოდეს ოჯახმა,როცა ადამიანი დააკავეს - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

რა უნდა იცოდეს ოჯახმა,როცა ადამიანი დააკავეს

იურიდიული რჩევები 23 აპრილი, 2026

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი თავის აღმოჩენა ნებისმიერი ადამიანისათვის მძიმე და სტრესულია. რთული სამართლებრივი ტერმინები, საგამოძიებო ორგანოში ბრალდებულის როლში აღმოჩენა და ბუნდოვანი მომავალი ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. თავისუფლების შეზღუდვა და ოთხ კედელს შორის დროის გატარება არასასიამოვნო გრძნობებს აღძრავს პიროვნებაში. ერთია დაკავების მძიმე შედეგები თავად ბრალდებულისთვის,მეორე კი მისი ოჯახის რეაქცია ამ ვითარებაში. სწორედ ოჯახის დროული რეაგირებაა საჭირო ბრალდებულის დაცვისა და მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ხშირ შემთხვევაში თავად ბრალდებულის ახლო ნათესავი რთავს საქმეში უფლებადამცველ ადვოკატს და უზრუველყოფს მას შესაბამისი მხარდაჭერით. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ სტატიაში შევეხებით იმ დეტალებს, რომლებიც ცნობილი უნდა გახდეს ოჯახისთვის პირის დაკავებისთანავე.

1. დაკავების საფუძვლებისა და უფლებების ცოდნა
„დაკავებულ პირს და მის ოჯახს უფლება აქვთ იცოდნენ დაკავების სამართლებრივი საფუძველი, დაკავების დრო და ადგილი, აგრეთვე ის უფლებები, რომლებიც კანონითაა უზრუნველყოფილი“ — აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაკავება წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ შეზღუდვას. ოჯახის წევრებმა პირველ რიგში უნდა გაარკვიონ, თუ რა საფუძვლით მოხდა პირის დაკავება და არის თუ არა იგი კანონთან შესაბამისობაში.

საილუსტრაციოდ: თუ სამართალდამცავმა ორგანომ დააკავა პირი და არ განუმარტა დაკავების მიზეზი ან არ მიაწოდა ინფორმაცია უფლებების შესახებ (მაგ. დუმილის უფლება, ადვოკატის მოთხოვნის უფლება), ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს პროცესუალურ დარღვევად. ასეთ შემთხვევაში ოჯახმა უნდა მიმართოს ადვოკატს და მოითხოვოს ინფორმაციის სრული მიწოდება.
აღნიშნული ცოდნა ოჯახისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რათა თავიდან იქნას აცილებული უფლებების დარღვევა და უზრუნველყოს დაკავებულის სამართლებრივი დაცვა.

2. ადვოკატის ჩართვის აუცილებლობა
„დაკავებულ პირს აქვს უფლება ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით დაკავებისთანავე“ — ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტია, რომელიც იცავს პირის ინტერესებს სისხლის სამართლის პროცესში. ოჯახის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა იზრუნონ კვალიფიციური ადვოკატის მოძიებაზე, რადგან ადვოკატის გარეშე ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დაკავებულის პოზიცია.

მაგალითად, თუ პირი დაკითხულია ადვოკატის გარეშე და მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, შემდგომში მისი დაცვის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად რთულდება. ადვოკატი უზრუნველყოფს, რომ ყველა პროცედურა ჩატარდეს კანონის შესაბამისად და არ მოხდეს ზეწოლა დაკავებულზე. შესაბამისად, ოჯახის დროული რეაგირება და ადვოკატის ჩართვა ხშირად განსაზღვრავს საქმის შემდგომ განვითარებას და დაცვის ეფექტიანობას.

3. კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
„დაკავებულ პირს აქვს უფლება დაუკავშირდეს ოჯახის წევრს ან სხვა ახლობელ პირს“ — ეს უფლება მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, ასევე ინფორმაციის დროული გაცვლისთვის. ოჯახმა უნდა იცოდეს, სად იმყოფება დაკავებული, რა მდგომარეობაშია იგი და რა ეტაპზეა მისი საქმე. მაგალითად, თუ ოჯახს არ ეძლევა ინფორმაცია დაკავებულის ადგილსამყოფლის შესახებ ან იზღუდება მასთან კონტაქტი, ეს შეიძლება მიუთითებდეს უფლებების დარღვევაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შესაბამის ორგანოებთან მიმართვა და სამართლებრივი გზების გამოყენება.

ამგვარად, კომუნიკაციის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხია, რომელიც ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობის დაცვას.

რას აკეთებს KH & PARTNERS?

დაკავების პროცესში პირის უფლებების დაცვა წარმოადგენს სამართლიანი
მართლმსაჯულების აუცილებელ საფუძველს. დაკავებულმა და მისმა ოჯახმა უნდა იცოდნენ დაკავების მიზეზი, დრო, ადგილი და კანონით მინიჭებული უფლებები, რაც ამცირებს პროცესუალური დარღვევების რისკს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატის დროული ჩართვა, რადგან იგი უზრუნველყოფს კანონის დაცვას და იცავს დაკავებულს შესაძლო ზეწოლისგან. ასევე გადამწყვეტია კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რათა ოჯახი იყოს ინფორმირებული და ჩართული პროცესში. აღნიშნული მექანიზმები ერთობლივად ქმნის დაცვის ეფექტიან სისტემას, რომელიც ამყარებს კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს არცერთი ეტაპზე.

რატომ გვენდობიან?

▪️ 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში
▪️ 160+ იურისტი გლობალურ ქსელში
▪️ 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
▪️ 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი
▪️ ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი
▪️ დაზღვეული იურიდიული მომსახურება

🌍 საერთაშორისო მასშტაბი — ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.

ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!

📞 +995 595 17 17 41
✉️ info@khlaws.com
📍 თბილისი, საქართველო

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.