შანტაჟი ბიზნესში: როგორ უნდა გარიცხოთ არაკეთილსინდისიერი პარტნიორი შპს-დან?
პარტნიორული თანხმობა ბიზნესის წარმატების საფუძველია, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა პარტნიორი კომპანიის განვითარებას ხელოვნურად ბლოკავს? საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებმა ბევრი კომპანია ჩიხში შეიყვანა — უმცირესობის წილის მფლობელები ხშირად უარს ამბობენ აუცილებელი დოკუმენტების ხელმოწერაზე, ითხოვენ არაადეკვატურ თანხებს და ბიზნესი ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დგება.
რას ამბობს კანონი? საქართველოს კანონმდებლობა იცავს კომპანიას დესტრუქციული პარტნიორებისგან. თუ პარტნიორის ქმედება ზიანს აყენებს საზოგადოებას, ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (მაგალითად: ბლოკავს გადაწყვეტილებებს, უარს ამბობს წესდების განახლებაზე, ეწევა კონკურენტულ საქმიანობას), დანარჩენ პარტნიორებს აქვთ უფლება, სასამართლოს გზით მოითხოვონ მისი იძულებითი გარიცხვა.
რა არის საჭირო გარიცხვისთვის?
- მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა — უნდა მტკიცდებოდეს, რომ ამ პარტნიორის კომპანიაში დარჩენა შეუძლებელს ხდის ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას.
- სწორი სამართლებრივი სტრატეგია — გარიცხვა ურთულესი დავაა, რომელსაც სჭირდება უტყუარი მტკიცებულებები და სწორად აწყობილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რათა დავის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგემ კომპანია არ გააკოტროს.
KH & PARTNERS-ის რეკომენდაცია: თუ თქვენი პარტნიორი ბიზნესს მძევლად იყენებს, დროის დაკარგვა კომპანიის დაკარგვას უდრის. ჩვენ გვაქვს უიმედო საქმეების პრეცედენტებად ქცევის გამოცდილება. ჩვენ არ ვეგუებით მოწინააღმდეგის შანტაჟს — ჩვენ სამართლებრივი კონტრშეტევით ვაბრუნებთ კომპანიის კონტროლს თქვენს ხელში.
რატომ გვენდობიან?
▪️ 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში
▪️ 160+ იურისტი გლობალურ ქსელში
▪️ 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
▪️ 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი
▪️ ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი
▪️ დაზღვეული იურიდიული მომსახურება
🌍 საერთაშორისო მასშტაბი — ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.
ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!
დაგვიკავშირდით დღესვე და დავგეგმოთ სამუშაო შეხვედრა:
📞 +995 595 17 17 41
✉️ info@khlaws.com
📍 თბილისი, საქართველო