ფულის გათეთრების ბრალდება და ბიზნესის სისხლისსამართლებრივი დაცვა
დღესდღეობით, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ გამოძიების ობიექტივში შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირი აღმოჩნდეს, მხოლოდ მას შეიძლება ბრალი წარედგინოს კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო. თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარია. საქართველოში 2006 წელს განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა იურიდიული პირიც. მას სანქცია შეეხება იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით და მისი გამოყენებით ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ.
ერთ-ერთი აქტუალური შემთხვევა, როცა დღის წესრიგში დგება იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, არის სავარაუდო ფულის გათეთრების ფაქტის არსებობა. შესაძლებელია, კონკრეტული ბიზნეს ობიექტი განზრახ იქნას გამოყენებული ფულის გათეთრების მიზნით ან დაცვითი მექანიზმების არარსებობის გამო მომხმარებელმა ისარგებლოს ამ ფაქტით და მასში თანხის განთავსებით განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედება. ამ სტატიაში განვიხილავთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, როგორც დანაშაულის შემადგენლობას და შემოგთავაზებთ თქვენი ბიზნესის დაცვის სამართლებრივ რჩევებს.
1. რას ნიშნავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით. აღნიშნული დანაშაული შემდეგი სქემით ხორციელდება
➢ დანაშაულებრივი ქმედებით ფინანსური რესურსის მოპოვება – მაგალითად, პირმა ჩაიდინა თაღლითობა და აღნიშნული ქმედების შედეგად დაეუფლა 200000 ლარის ოდენობის ქონებას. ამ შემთხვევაში თაღლითობა არის ფულის გათეთრების წინარე, ანუ პრედიკატი დანაშაული.
➢ განთავსება – პირმა დაიწყო სარესტორნო ბიზნესი,რომელიც მხოლოდ ნაღდ ფულზე მუშაობს. დღის ბოლოს ამატებს არარსებულ მომხმარებლებს და ახდენს „ბინძური“ ფულის ინტეგრაციას კანონიერ ბიზნესში
➢ შედეგი – დაიფარა უკანონო შემოსავლის წარმოშობა და კანონიერი შემოსავლის სახით ინტეგრირდა ყოველდღიურ ბრუნვაში.
2. ბიზნესის დაცვის პრევენციული ღონისძიებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკრეტული ბიზნესი შეიძლება იქნას გამოყენებული ფულის გასათეთრებლად. ამ მხრივ, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში არიან ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის, საბანკო თუ სადეპოზიტო დაწესებულებები, სადაზღვევო ორგანიზაციები, აზარტული და მომგებიანი თამაშების მომწყობი კომპანიები. მანამ სანამ აღნიშნული კომპანიების ბრალდების საკითხი დადგება დღის წესრიგში, მათ მართებთ მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
აღნიშნული გათვალისწინებულია „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. მოცემული კანონი ადგენს ანგარიშვალდებული პირების ნუსხას, რომლებმაც კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების დაწყებამდე უნდა მოახდინონ მათი იდენტიფიკაცია ვერიფიკაცია, საეჭვო გარიგებების მონიტორინგი და ფულის გათეთრების შესახებ ეჭვის არსებობისას მათი რეპორტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სწორედ კვალიფიციური იურიდიული დახმარებაა აუცილებელი იმასათვის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა ჩამოაყალიბოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა და შეასრულოს კანონის მოთხოვნები.
3. ბიზნესის დაცვა სისხლის სამართალწარმოებისას
თუკი თქვენ წარგედგინათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, სწორედ
ამ მომენტში გჭირდებათ პროფესიონალი იურიდიული მომსახურების მიღება თქვენი და თქვენი ბიზნეს ინტერესების დასაცავად.
პირველ რიგში, მოსალოდნელია, რომ პროკურატურა მოითხოვს თქვენი აქტივების დაყადაღებას. შესაბამისად,განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის პოზიციების გაბათილება და თქვენი ქონების „გაყინვისგან“ დაცვა.
თუკი თქვენ ბრალი გედებათ დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის გამო, კვალიფიციურმა ადვოკატმა უნდა ისარგებლოს საკანონმდებლო ხარვეზით. სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნაში ვხვდებით შემდეგ ჩანაწერს: „დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, რომლის კანონიერი მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი პირს არ გააჩნია“. თუკი პირი სახლში ინახავს წინაპრის მიერ დატოვებულ დიდი ოდენობით თანხას და არ მოეპოვება ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონი ტოვებს შესაძლებლობას პირი პასუხისგებაში მიეცეს დაუსაბუთებელი ქონების ფლობის გამო. დამატებით, კანონი სთხოვს მას, რომ თავად ამტკიცოს,რომ დამნაშავე არ არის. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს“. ამ მოცემულობით, ბრალდებულს უწევს იმის მტკიცება, რომ ეს ქონება კანონიერი გზით აქვს მოპოვებული, მაშინ, როცა კონსტიტუციის მიხედვით პროკურორმა უნდა ამტკიცოს რომ პირმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვა ქონება. ბრალდება ეფუძნება დაუსაბუთებელი ქონების არსეობობის ფაქტს და მტკიცების ტვირთი გადადის მთლიანად ბრალდებულზე.
ჩვენი ბიურო გთავაზობთ კომპლექსურ იურიდიულ დახმარებას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებში.
ბრალდების წარდგენამდე — გეხმარებით AML პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ბრალდების შემდეგ — დაუყოვნებლივ ვიცავთ თქვენს აქტივებს დაყადაღებისგან და ვაბათილებთ ბრალდების მხარის პოზიციებს. ვაკონტროლებთ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას და ვაშენებთ დაცვის სტრატეგიას იმ ელემენტზე, სადაც ბრალდება ყველაზე მოწყვლადია — განზრახვის დამტკიცებაზე.
სხვა საკითხზე კითხვების არსებობის შემთხვევაში კი დაგვიკავშირდი.
რატომ გვენდობიან?
▪️ 33+ წლის გამოცდილება სამართლის სფეროში
▪️ 160+ იურისტი გლობალურ ქსელში
▪️ 2000+ ბიზნეს მომხმარებელი და კმაყოფილი კლიენტი
▪️ 96% მოგებული საქმე და 100+ გამამართლებელი განაჩენი
▪️ ISO სტანდარტი და სერვისის უმაღლესი ხარისხი
▪️ დაზღვეული იურიდიული მომსახურება
🌍 საერთაშორისო მასშტაბი — ჩვენი გეოგრაფია მოიცავს ქვეყნებს: საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.
ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!
დაგვიკავშირდით დღესვე და დავგეგმოთ სამუშაო შეხვედრა:
📞 +995 595 17 17 41
✉️ info@khlaws.com
📍 თბილისი, საქართველო